რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: ბირთვული იარაღის სამართებელივით ქნევას არ ვაპირებთ

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთმა იცის რა არის ბირთვული იარაღი და არ აპირებს მის "სამართებელივით ქნევას". 

"ჭკუიდან არ შევშლილვართ, ვიცით რა არის ბირთვული იარაღი. ეს შესაძლებლობები გვაქვს და ის ბევრად უფრო მოწინავე და თანამედროვე ფორმაშია, ვიდრე რომელიმე სხვა ბირთვულ ქვეყანას აქვს, მაგრამ არ ვაპირებთ ამ იარაღის სამართებელივით ქნევას და მსოფლიოში სირბილს". – თქვა პუტინმა. 

ამას გარდა, პუტინი ფიქრობს, რომ  ბირთვული ომის საფრთე იზრდება და ამისი დამალვა "ცოდვაა".

პუტინის თქმით, რუსეთი მასობრივი განადგურების იარაღებს თავდაცვის საშუალებებად აღიქვამს.

გასულ თვეებში მოსკოვის ბირთვული შანტაჟი განსაკუთრებულად გააქტიურებული იყო.

კომენტარები