მიხეილ სააკაშვილი

ხაბეიშვილი: სასამართლოზე აქტივობასთან დაკავშირებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივესალმები

ცხადია, მხარს ვუჭერთ ყველა ინიციატივას, რომელიც დაკავშირებულია პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაცვასთან, რომელიც დაკავშირებულია 9-ში სასამართლოზე ჩვენს ორგანიზებულ მისვლასთან, იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია, სასამართლოზე ვიყოთ ძალიან ბევრი. შესაბამისად, დღეს მე და პეტრე ცისკარიშვილი, ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, ვიმყოფებით ასპინძაში, ვხვდებით ჩვენს აქტივს, ცხადია, 9-ში სასამართლოსთან დაკავშირებით. ასპინძიდან უნდა შევხვდეთ ადიგენში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს, ასევე, უნდა ვისაუბროთ მობილიზაციაზე პრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლოსთან დაკავშირებით და ადიგენიდან უკვე ბორჯომში შევხვდებით ჩვენს ამომრჩეველს, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს, იმ ადამიანებს, ვისზეც დგას რაიონული ორგანიზაციები და, ცხადია, მთავარი თემა გახლავთ 9-ში პრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესი. 

ამ შეხვედრაზე [ენმ-ში] დღეს იმყოფებიან ჩვენი წარმომადგენლები, ჩვენი მეგობრები, ჩვენი თანაგუნდელები, რომლებიც, ცხადია, ესწრებიან შეხვედრას და მე 2 ხელით მივესალმები ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც დაკავშირებული იქნება რაიმე აქტივობასთან, რაიმე ღონისძიებასთან და, შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნება პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში, გაზიარებული იქნება ჩვენ მიერ. ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა არის ძალიან ბევრი კომუნიკაცია ხალხთან, ძალიან ბევრი მუშაობა, მოძრაობა და მოქმედება.

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი. გუშინ, 6 დეკემბერს პარტიის თავმჯდომარებ, ნიკა მელიამ პარტიის წევრებს მიმართა და სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად შეხვედრა სთხოვა.

კომენტარები