სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა

გერმანიაში გადატრიალების მოწყობის ბრალდებით 25 ადამიანი დააკავეს

გერმანიაში ჩატარებული რეიდების შედეგად 25 ადამიანი დააკავეს, რომლებიც მთავრობის დამხობისკენ მიმართულ შეთქმულებაში არიან ეჭვმიტანილები. 

გერმანული გამოცემების ინფორმაციით, ულტრამემარჯვენე და ყოფილი სამხედრო მოღვაწეების ჯგუფი გეგმავდა პარლამენტის შენობაში, რაიხსტაგში შეჭრას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას.

71 წლის გერმანელი კაცი, რომელსაც პრინც ჰაინრიხ XIII-დ მოიხსენიებენ, სავარაუდოდ, მათ გეგმებში წამყვანი ფიგურა იყო. ფედერალური პროკურატურის ცნობით, გერმანიის 11 შტატში დაკავებულთა შორის ორი სავარაუდო ლიდერი იყო.

დაკავებულთა შორის არიან ექსტრემისტული მოძრაობა რაიხსბიურგერის (რაიხის მოქალაქეები) წევრები, რომლებსაც გერმანიის პოლიცია დიდი ხანია თვალს ადევნებს ძალადობრივი თავდასხმებისა და რასისტული შეთქმულების თეორიების გამო. ისინი ასევე უარს ამბობენ თანამედროვე გერმანული სახელმწიფოს აღიარებაზე.

სავარაუდოა, რომ ჯგუფი 50 წევრი რესპუბლიკის გადატრიალებას და მის 1871 წლის გერმანიის მოდელით შექმნილი ახალი სახელმწიფოთი შეცვლას გეგმავდა.

გერმანიის იუსტიციის მინისტრმა, მარკო ბუშმანმა Twitter-ზე დაწერა, რომ მიმდინარეობდა დიდი ანტიტერორისტული ოპერაცია, რომელმაც დაადგინა, რომ  "იგეგმებოდა შეიარაღებული თავდასხმა კონსტიტუციურ ორგანოებზე".

კომენტარები