რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

“ნებისმიერ ფასად უნდა გადაგვერჩინა”- ექთნებმა ობოლი ჩვილები რუსეთში დეპორტაციისგან დაიცვეს

Თებერვალში, ომის დაწყებიდან რამდენიმე საათში, ხერსონის ბავშვთა რეგიონალური საავადმყოფოს ჯანდაცვის პერსონალმა ფარულად დაიწყო ჩვილების გადარჩენის დაგეგმვა

ოკუპანტებს ობოლი ბავშვები საავადმყოფოდან გაჰყავდათ და რუსეთში აგზავნიდნენ, ამიტომ საავადმყოფოს თანამშრომლებმა დაიწყეს ობლების სამედიცინო ჩანაწერების გაყალბება, რათა დაემტკიცებინათ, რომ ბავშვები ძალიან ავად იყვნენ და მათი გადაადგილება სახიფათო იყო. 

“ჩვენ განზრახ ვწერდით ცრუ ინფორმაციებს, რომ ბავშვები ავად იყვნენ და მათი ტრანსპორტირება შეუძლებელი იყო. ჩვენ გვეშინოდა, რომ [რუსები] გაიგებდნენ ... [მაგრამ] გადავწყვიტეთ, რომ ბავშვები ნებისმიერ ფასად გადაგვერჩინა”. - თქვა ექიმმა ოლგა პილიარსკამ, ინტენსიური თერაპიის ხელმძღვანელმა

მთელი ომის განმავლობაში რუსებს ადანაშაულებდნენ უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში რუსეთში ან რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, რათა ისინი საკუთარ შვილებად აღეზარდათ. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით,  ამ ტერიტორიის რვათვიანი ოკუპაციის პერიოდში ხერსონის ოლქის სკოლებიდან და ბავშვთა სახლებიდან მინიმუმ 1000 ბავშვი იძულებით წაიყვნეს. მათი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.

მაცხოვრებლები ამბობენ, რომ კიდევ უფრო მეტი ბავშვი დაიკარგებოდა, რომ არა ექიმების, საკუთარი სიცოცხლის ფასად, ჩვილების გადარჩენის დაუღალავი მცდელობა.

კომენტარები