რაც შეეხება კანდიდატის სტატუსის თემას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა ჩვენი კანონმდებლობის რაღაც გარკვეული მონაკვეთი ჩვენი ქვეყნის ინტერესთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ. აუცილებლად გვექნება შესანიშნავი საარჩევნო კოდექსი და კიდევ უამრავი სხვა რამ, რაც ამ 12 პუნქტთან არის დაკავშირებული. მაგრამ, აქ მთავარი შეკითხვა ისმის - საზღვარგარეთ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს, ვინც ევროპარლამენტში ეს ყოვლად უტიფარი რეზოლუცია მიიღო, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო, მათ სჭირდებათ კი ასეთი მდგომარეობა, როდესაც ჩვენ ყველაფერს ზედმიწევნით კარგად ვასრულებთ და საქართველოს ინტერესებს ვითვალისწინებთ? მეორე მხრივ, კანდიდატობა სერიოზულ დარტყმას მიაყენებს იმ საპირწონე პოლიტიკურ ძალას, რომელიც, მათ შორის, აი ამ ხალხის მხარდაჭერით გვიპირისპირდება. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა, ხომ ფაქტობრივად ყველანაირ სპეკულაციას დაამთავრებს და კიდევ უფრო დააკნინებს, თუ ამაზე მეტი დაკნინება შეიძლება, რადიკალურ ოპოზიციას. პოლიტიკური სივრციდან საერთოდ გააქრობს.
tbl.ge/67ch
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, გიორგი ვოლსკიმ TV იმედის ეთერში.
ქართული ოცნებაგია ვოლსკიგიორგი ვოლსკიევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისაქართველო-ევროკავშირიევროკავშირი-საქართველოსაქართველოს ოპოზიცია
ამავე თემაზე
- პრემიერი: თუ ევროპას პოლარიზაციის დასრულება რეალურად სურს, სტატუსი უნდა მოგვანიჭოს
- პრემიერი: გვარამიამ გაძარცვა თავისი კომპანია, თუმცა, ზოგ ევროპარლამენტარს არ აინტერესებს
- ჯაფარიძე: ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, მანამდე სტატუსის მიღება შეუძლებელია
- "მოგმართავთ თხოვნით, შუალედური შეფასება იყოს საჯარო" – საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვარჰეის
- მთავრობა: პრემიერმა EU-ს ელჩებს გააცნო ნაბიჯები, რომლებსაც ოქტომბრამდე გადადგამს