აშშ

აშშ-მ უახლესი ბირთვული ბომბდამშენი B-21RAIDER-ი წარადგინა

US Air Force

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა კალიფორნიაში უახლესი ბომბდამშენი B-21 Raider-ი წარადგინა - ბოლო სამ ათწლეულში ეს არის პირველი სტრატეგიული ბომბდამშენი. პროგრამის თითქმის ყველა ასპექტი კლასიფიცირებულია.

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ B-21 საჰაერო ძალებისთვის მთავარი საყრდენი იქნება. 

"ეს არ არის უბრალოდ მორიგი თვითმფრინავი. ეს არის ამერიკის გადაწყვეტილების განსახიერება, დაიცვას რესპუბლიკა, რომელიც ჩვენ ყველას გვიყვარს". - თქვა ოსტინმა. 

ოსტინის განმარტებით, B-21 Raider-ი B-2 Spirit-ის მსგავსად, მოწინააღმდეგისთვის რთულად შესამჩნევი იქნება, რაც თავისთავად მის ეფექტურ მოქმედებას ზრდის. 

მოსალოდნელია, რომ B-21 Raider-ი შორ მანძილზე დარტყმისთვის მოემსახურება სისტემების უფრო დიდ ოჯახს, მათ შორის დაზვერვასა და მეთვალყურეობას. მას აქვს ბირთვული ძალა და შექმნილია პილოტირებული ან უპილოტო ოპერაციების განსახორციელებლად. 

როგორც ორმაგ უნარიანი შეღწევადი დარტყმის ბომბდამშენის, B-21 Raider-ს შეუძლია როგორც ჩვეულებრივი, ისე ბირთვული საბრძოლო მასალის მიწოდება.

ოსტინის თქმით, ის შეძლებს ერთობლივი და კოალიციური ძალების მხარდაჭერას ოპერაციების სრულ სპექტრში. 

"Raider აშენდა ღია სისტემის არქიტექტურით, რაც მას უაღრესად ადაპტირებულს ხდის". - დამატებით აღნიშნა თავდაცვის მდივანმა. 

B-21 Raider-ის განვითარება ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო, როდესაც საჰაერო ძალებმა დადო საინჟინრო და წარმოების განვითარების კონტრაქტი. საჰაერო ძალები მინიმუმ 100 თვითმფრინავის შეძენას გეგმავს. 

კომენტარები