უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია დაღუპული მებრძოლის მამამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"ჩემი შვილი, ჯამბულათ ხოფერია უკრაინაში აღესრულა. ვფიქრობდი, დროშა, რომელიც დამპყრობლებთან ბრძოლაში ჩვენ აღვმართეთ, საიმედო ხელში იყო, მაგრამ უფალმა ისევ მე დამიბრუნა. ჩვენ ვერ გაგვტეხენ. ეს ჩვენი ხვედრია და ამ განსაცდელსაც ისე შევხვდებით, როგორც ჩვენ გვეკადრება. მტრებს ყველაფერი წინ აქვთ. და როცა მე აღარ ვიქნები, ჩვენი საქმე, ჩვენი სამშობლოს მტრებისგან დახსნის საქმე, მისი ერთიანობისა და სიძლიერის საქმე თქვენ გააგრძელეთ. მხედრიონის საბრძოლო ფრთა ისევ ბრძოლაშია". - წერს სოციალურ ქსელში დაღუპული მებრძოლის მამა, არჩილ ხოფერია.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე, ომში 27 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

კომენტარები