ქართული ოცნება

კობახიძე: ხელისუფლებაში მოსვლისას, თბილისში დაახლოებით 250 000 მანქანა იყო, წელს 600 000-ს აღემატება

მარტივი ეკონომიკური ცოდნაც საკმარისია იმისათვის, რომ პასუხი გაეცეს ასეთ შეკითხვას. ზედიზედ ორი წელი ჩვენ გვქონდა ეკონომიკური ზრდა. ეს ნიშნავს იმას, რომ მაგალითად, ციფრებში რომ გამოვხატოთ, შარშან, წლის დასაწყისში თუ იყო 4 250 დოლარი, ამ წლის ბოლოს გახდება დაახლოებით 7 800 დოლარი ერთ სულ მოსახლეზე. ეს არის კონკრეტული მონაცემები, რაც მათემატიკური სიზუსტით დადგენადია. ეს რომ საზოგადოებაზე ვრცელდება სხვადასხვა ფორმით, ესეც მათემატიკური სიზუსტით არის დამტკიცებადი. რა თქმა უნდა, ეს ზრდა ყველა მოსახლეზე თანაბრად არ აისახება, მაგრამ მარტივი მონაცემები გვაქვს...

როცა ჩვენ მოვედით ხელისფლებაში, თბილისში დადიოდა (შეიძლება მცირე შეცდომა მომივიდეს, მაგრამ ბევრი არ იქნება) დაახლოებით 250 000 მანქანა. წელს უკვე 600 000-ს აღემატება. ხარისხიც არის გაუმჯობესებული მანქანების და რაოდენობაც გაზრდილია. 

მილიონი ადამიანი ცხოვრობდა თბილისში და ახლაც იგივე ცხოვრობს. მაგრამ ჰყავდათ 250 000 მანქანა და ახლა 600 000. საიდან მოვიდა ეს მანქანები, ეკონომიკური ზრდა აისახა ამაზე. შენდება ახალია სახლები, ახალ ბინებს ყიდულობენ ადამიანები და ამ შემთხვევაშიც, 80% მინიმუმ საქართველოს მოქალაქეებზე იყიდება. ეს საიდან ჩნდება? ახალი ბინა ჩნდება და ახალი მეპატრონე. ეს მოდის ეკონომიკური ზრდიდან. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის კითხვაზე, აისახა თუ არა ეკონომიკური ზრდა მოქალაქეებზე. 

კომენტარები