პოლიტიკურად, საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილი არ უნდა, მისი ეშინიათ, თავიანთ მტრად მიაჩნიათ. მიხეილ სააკაშვილი ძალიან მასშტაბური და რთული პიროვნებაა. მისი გაკრიტიკება უწყვეტად შეიძლება, ასევე უწყვეტად შეიძლება მისით აღფრთოვანებაც და ორივე შემთხვევაში ამის საფუძველი არსებობს. ჩნდება კითხვა: რა უნდა უქნა ასეთ ფიგურას? ის თავად ჩავიდა საქართველოში და საკუთარი ნებით ჩაუვარდა ხელში ხელისუფლებას. ის ახლა ციხეშია. მისი მოკვლის ეშინიათ, გაშვებისაც ეშინიათ, ამიტომ გადაწყვიტეს ნელი სიკვდილით მოკლან. მერე კი იტყვიან: ასე მოხდა, ასაკი, სიბერე, ავადმყოფობა, ნერვები, თავად მიიყვანა საკუთარი თავი ამ მდგომარეობამდე. იმის დამტკიცება, რომ "მოკლეს" და სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს, ძალიან რთულია. სააკაშვილი ისეთი მასშტაბის ფიგურაა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ ყველა ადამიანს გადაწონის. არ ვიცი, რისი გაკეთება შეუძლია უკრაინას. რამე რომ გავაკეთოთ იტყვიან, რომ სუვერენული ქვეყნის საქმეებში ვერევით. არ ვიცი შეუძლია თუ არა რაიმეს გაკეთება პრეზიდენტ ზელენსკის ასეთ სიტუაციაში, ეს მისი გადასაწყვეტია. თუ [სააკაშვილი] ციხეში მოკვდება, საქართველოს ხელისუფლება ამას ვერასდროს ჩამოირეცხავს, რა მტკიცებულებებიც არ უნდა წარმოადგინოს, ამ ლაქას ვერასდროს მოიშორებენ
მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა
არესტოვიჩი: თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება საქართველოს მთავრობა ამას ვერასდროს ჩამოირეცხავს
tbl.ge/6791
დაკოპირდა

თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა გადაცემაში Фейгин Live.
ამავე თემაზე
- ჩერგოლეიშვილი: ღალატია, თუ სააკაშვილის გაშვების სანაცვლოდ ივანიშვილთან წინააღმდეგობას ხსნი
- მელია: ოლიგარქის დამარცხების გარეშე ვერ ვათავისუფლებთ პოლიტპატიმრებს
- სააკაშვილი: მიშას როლი ქართულ პოლიტიკაში გაუგებარია მომავლისთვის, მგონი, თვითონაც ხვდება
- სააკაშვილი: ვამჩნევ, რომ ბევრისთვის მამაჩემი არ არის მომავლის ლიდერი
- სააკაშვილი: მამაჩემის ჩამოსვლით კატასტროფული მდგომარეობა მივიღეთ, ძალიან დიდი შეცდომა იყო