ალან გაგლოევი

ცხინვალის მარიონეტი ლიდერი გაგლოევი ოკუპირებულ მელიტიპოლში ჩავიდა

ალან გაგლოევი ოკუპირებულ მელიტოპოლში

ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტი ლიდერი, ალან გაგლოევი რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქში, მელიტოპოლში ჩავიდა. მელიტოპოლი ზაპოროჟიეს ოლქში მდებარეობს.

გაგლოევი მელიტოპოლში ცხინვალის ოკუპირებული რეგიონიდან უკრაინაში რუსეთის მხარეს საბრძოლველად წასულ ოს მებრძოლებსა და ოკუპირებულ ცხინვალში მდებარე მე-4 ბაზის სამხედროებს შეხვდა.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა გაგლოევი საომარი მოქმედებების ზონაში ჩავიდა.

როგორც გაგლოევის პრესსამსახური ამბობს, მარიონეტმა ლიდერმა ოკუპირებული ცხინვალიდან უკრაინაში წასულ მებრძლებს გადასცა მცირე ზომის დრონები (კვადროკოპტერები), სითბური ხედვის დანადგარები, რაციები და სხვა ტექნიკური საშუალებები, ასევე ზამთრის სამხედრო აღჭურვილობა, პირველადი დახმარების წამლები, გენერატორები და საკვები პროდუქტები.

ღია წყაროების მიხედვით, უკრაინაში, რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, საბრძოლო მოქმედებებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან წასული, სულ მცირე, 20 მებრძოლი ემსხვერპლა.

კომენტარები