საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქო მონასტერში მომხდარზე: ჩვენგან და საზოგადოებისგან საჭიროა უმკაცრესი რეაგირება

საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო გუშინ, 26 ნოემბერს ცხრამუხის დედათა მონასტერში მონაზონზე ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ ჩადენილი შემაძრწუნებელი ფაქტი როგორც საპატრიარქოს მხირდან, ისე საზოგადოებისგან უმკაცრეს შეფასებასა და რეაგირებას საჭიროებს. 

"სამწუხაროა, რომ მასმედიით მოხდა მონოზვნის იდენტიფიცირება, მისი სურათის გამოქვეყნება და ამ დანაშაულზე უხეში ფორმით საუბარი, ადგილი ჰქონდა ცინიზმსაც... რაც, თავის მხრივ, ამორალურობისა და დაუნდობლობის მაგალითია. 

ამავე დროს გვინდა, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს აღნიშნულ ტრაგედიასთან დაკავშირებით დიდი გულისტკივილის გამოხატვისა და ჩვენი მწუხარების გაზიარებისათვის.ვიმედოვნებთ, ობიექტური გამოძიების შედეგები მალე გახდება ცნობილი". - წერია განცხადებაში.

26 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხაშურის მუნიციპალიტეტის ცხრამუხის დედათა მონასტერში ძალადობასა და ძარცვასთან დაკავშირებით 2 ადამიანის დაკავებაზე ინფორმაცია გაავრცელა – პოლიციამ დააკავა ორი პირი, რომლებმაც 70 წლის მონაზონი გააუპატიურეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის აზრით, ცხრამუხის მონასტერში მონაზონზე ძალადობა და მისი გაუპატიურება ზოგიერთი მედიისა და კრიტიკოსების მიერ ორგანიზებული ანტიეკლესიური კამპანიის შედეგია, რომელიც "მოსახლეობის ნაწილზე მძიმე გავლენას ახდენს".

კომენტარები