ფემიციდი

ზურაბიშვილი: ფემიციდი მძაფრი პრობლემაა – საჭიროა ბევრად მკაცრი კანონმდებლობის მიღება

ჩვენი სოციალური პრობლემებიდან ეს [ფემიციდი], ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მძაფრია, რომელიც არსებობს დღეს და ამას უნდა მივხედოთ, არა მხოლოდ განცხადებებით და სიტყვიერად, არამედ კანონმდებლობით. საჭიროა, მიღებულ იქნას ახალი, ბევრად მკაცრი კანონმდებლობა, რომელიც ისე დაადგენს ამის კრიმინალიზაციას, რომ ამ კუთხით უკვე ნამდვილად პრევენციული ზომები იქნება მიღებული.

თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ქვეყანაში ფემიციდის პრობლემაზე საუბრისას.

კომენტარები