მიხეილ სააკაშვილი

წულუკიანი პრეზიდენტზე: დაე ნუ განიზრახავს, მოსამართლეს გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდოს

მე, როგორც ერთ მოქალაქეს, მაინტერესებს, უფრო მკაფიოდ მოვისმინო, ხომ არ შეცვლილა რაიმე მისი [სალომე ზურაბიშვილის] მხრიდან. თუ შეიცვალა, შეიცვლება - რატომ? დასაბუთება აუცილებელია, როცა თანამდებობის პირი დისკრეციის ფარგლებში იღებს რაიმე ტიპის გადაწყვეტილებას. იმედს გამოვთქვამ, რომ მისი უარყოფითი პოზიცია სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა. 

რაც შეეხება სასამართლოს, სასამართლო არის თავისუფალი ამ ქვეყანაში - ვისაც გჯერათ, დაიჯერეთ. სასამართლო არის დამოუკიდებელი და, დაე, ნურავინ, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტი, ნუ განიზრახავს, რომ რაიმე ტიპის გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდოს მოსამართლეს, იმიტომ, რომ მოსამართლემ ყველაზე კარგად იცის, რა გადაწყვეტილება მიიღოს. ეს არის მოსამართლის და დაცვის მხარის ურთიერთობის თემა და ეს არ არის საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენცია, ხოლო სალაპარაკო ენაზე - საქმე. 

ამბობს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე საუბრისას. სალომე ზურაბიშვილის სიტყვებით, სააკაშვილის გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნის არსებობის შემთხვევაში "ეს უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოზე და სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება".

კომენტარები