მაშინ როდესაც საჭმელი არაფერია, ცივა, მთლიანი ინფრასტრუქტურა განადგურებულია, ამით ყველაზე მეტად უკრაინელი ხალხი ზარალდება. ალტერნატივა არის მოლაპარაკებების მაგიდასთან ჯდომა. შეიძლება, ზელენსკი თავს კარგად გრძნობს, მე ამას შეიძლება არ უნდა ვამბობდე, მაგრამ.. გამოვიდა მაისურით და რაღაც გაურეცხავი მოსაცმელით დადიოდა დიდი ხანი, შექმნა კარგი შთაბეჭდილება. შეხვდა ვიღაცებს, ხელი ჩამოართვა, 200 მილიონი დოლარი მისცეს, ჰაიმერსები და კიდევ ჯაველინები. მისთვის უფრო მარტივია, ის ნაჭამია და ალბათ ელექტროენერგიის გარეშეც არ იტანჯება. მილიონობით უკრაინელი იტანჯება და ნახავთ, ორ წელიწადში მოსახლეობა მას დაადანაშაულებს - "რატომ ქენი ისე, რომ ომი დაწყებულიყო". აქ არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის მართალი ან მტყუანი - რატომ მიმდინარეობს შენს ტერიტორიაზე ომი?!
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ლუკაშენკო: ზელენსკისთვის უფრო მარტივია, ნაჭამია და ელექტროენერგიის გარეშეც არ იტანჯება
tbl.ge/671f
დაკოპირდა

ამბობს ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრ ლუკაშენკო.
ამავე თემაზე
- პოლონეთმა რუსეთთან დაკავშირებული საქმიანობის გამო 9 უკრაინელი და ორი ბელარუსელი გააძევა
- რუსეთში, ირკუტსკის ოლქში ბენზინის გადამყიდველები დააკავეს
- პუტინი აღიარებს, რომ რუსეთში საწვავის დეფიციტია, ბენზინგასამართ სადგურებთან კი – რიგები
- პუტინი ზელენესკის განცხადებაზე: ლუკაშენკოსთან ეს თემა დეტალურად არ განგვიხილავს
- პუტინი: რუსეთი რთულ ეტაპს გადის, მაგრამ ამან ბევრი რამ გვასწავლა




