რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის ბოლო თავდასხმების გამო, ზელენსკის მოთხოვნით, გაეროს უშიშროების საბჭო შეიკრიბება

President.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე შეტევისა და ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა სთხოვა

გაერო უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნას დათანხმდა და უშიშროების საბჭოს სხდომა თბილისის დროით 24 ნოემბრის 01:00 საათზე ჩაინიშნა.

კიევში რუსეთის ბოლო თავდასხმებს, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.

რუსეთის ბოლო თავდასხმების შედეგად უკრაინის დედაქალაქ კიევის ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება სრულადაა შეწყვეტილი.

რუსეთის ბოლო თავდასხმების შედეგად უკრაინის დედაქალაქ კიევის ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება სრულადაა შეწყვეტილი. პარალელურად, დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსს ჩამოსცდა.

ზელენსკის თქმით, ენერგეტიკის ინჟინრები და მაშველები ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად პრობლემის აღმოსაფხვრელად აქტიურად მუშაობენ.

კომენტარები