რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლუგანსკში ოკუპანტებმა მათ მიერვე დანიშნული ე.წ. მინისტრი თაღლითობის გამო დააკავეს

უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში, რუსმა ოკუპანტებმა მათ მიერვე დანიშნული ე.წ. მინისტრი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.  

მედიის ცნობით, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის ე.წ. მინისტრი, იური დეგტიარევი 2 თვით არის დაკავებული. მათივე ცნობით, ე.წ. მინისტრს ტყესთან დაკავშირებით თაღლითობაში ედება ბრალი. 

დეგტიარევის დაკავებასთან დაკავშირებით რუსეთი ოფიციალურ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებს. 

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც რუსეთი უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე დანიშნულ პირებს აკავებს ან ათავისუფლებს. 13 სექტემბერს უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსი, ვლადიმირ სალდო ფინანსური თაღლითობის გამო გაათავისუფლეს. ასევე, 16 ნოემბერს რუსეთის შსს-მ ხერსონის ოლქში მათ მიერვე დანიშნული ე.წ. ხელძღვანელის მოადგილე, ეკატერინა გუბარევა "ეკონომიკური დანაშაულის" ბრალდებით დააკავა.

კომენტარები