მკვლელობა

ზუგდიდში არასრულწლოვანი დაჭრეს, ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა

ზუგდიდში არასრულწლოვანი ცივი იარაღით დაჭრეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

რადიო ათინათის ინფორმაციით, "ინციდენტი თანატოლებს შორის ურთიერთშელაპარაკებას მოყვა".

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები