ირანი

გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ირანში აქციის მონაწილეებმა აიათოლას სახლი დაწვეს [VIDEO]

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ირანში ისლამური რესპუბლიკის დამფუძნებლის, აიათოლა ხომეინის საგვარეულო სახლს აქტივისტებმა ცეცხლი წაუკიდეს.

ირანულმა საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ინფორმაციით, აიათოლას სახლი არ იწვის და სახლთან ცოტა ხალხი იყო შეკრებილი.

ხომეინი 1989 წელს გარდაიცვალა. მისი მემკვიდრე, აიათოლა ალი ხამენეი ქვეყნის მასშტაბით ანტისამთავრობო პროტესტის პირისიპირაა, რომელიც ირანელი ქურთი ქალის მაჰსა ამინის დაკავებიდან მალევე გარდაცვალების გამო დაიწყო. 

13 სექტემბერს მაჰსა ამინი ოჯახთან ერთად გადაადგილებისას მორალის პოლიციის იმ სპეციალურმა განყოფილებამ გააჩერა, რომელსაც ქალების ჩაცმულობის მკაცრი კონტროლი ევალება.

IranWire-ის ცნობით, უფლებადამცველები, რომლებიც ოჯახს ესაუბრნენ, ამბობენ, რომ პოლიციამ ამინი პოლიციის მანქანაში ძალით ჩასვა. თვითმხილველების თქმით, ის ფურგონშიც სცემეს. 22 წლის ირანელი ქურთი, ამინი მორალის პოლიციის განყოფილებაში "არასათანადო ჩაცმულობისთვის" დაკავების შემდეგ მალევე გარდაიცვალა.

პროტესტი 17 სექტემბერს ქურთების ქალაქ საკეზში ქალის დაკრძალვაზე დაიწყო.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ დარბევების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რამდენიმე თინეიჯერი.

აშშ-მ ირანის მორალის პოლიციასა და უსაფრთხოების მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. იგივე მალევე დიდმა ბრიტანეთმაც გაიმეორა.

კომენტარები