საქართველოს პარლამენტი

სამადაშვილი: ბერა ივანიშვილის თანაშემწე არ შეიძლება ქვეყნის პრემიერმინისტრი იყოს

რთული მოსასმენი იყო აქ პრემიერის გამოსვლა, რომელმაც ისე აირჩია ბევრი ტყუილის თქვა, იმის ნაცვლად, რომ რაიმე მიღწევებზე ესაუბრა და სიბრალულის გრძნობა გამიჩნდა საკუთარი სამშობლოს მიმართ და მივხვდი, რომ ძალიან სწორი მოთხოვნაა ევროკავშირის მხრიდან დეოლიგარქიზაცია, რადგან, ბერა ივანიშვილის თანაშემწე არ შეიძლება ამ ქვეყნის პრემიერმინისტრი იყოს და ეს უნდა დასრულდეს, რომ საქართველოს მიეცეს შანსი, გახდეს ევროპული ქვეყანა.

პარტია ლელოს წევრი, სალომე სამადაშვილი პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილზე, რომელიც ინტერპელაციის წესით პარლამენტის წინაშე წარსდგა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების კითხვებს პასუხობს.

კომენტარები