ეს თქვა ერთმა სენატორმა, ეს იყო შაჰინი, რომელმაც ისაუბრა გადახედვაზე, სხვას არ უსაუბრია არავის გადახედვაზე, ერთადერთი იყო შაჰინი, რომელიც 2012 წლამდე ნაცმოძრაობის მეგობარი იყო და დღემდე რჩება სამწუხაროდ, ეს არის რეალობა. რაც შეეხება დაფინანსების გადახედვას, ეს არ მოხდება, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ამ დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის NGO-ებზე და NGO-ს იმ თანხებს არავინ არ ჩამოაჭრის, ეს ძალიან კარგად იციან და სხვათა შორის შაჰინსაც აქვს ნათქვამი იგივე სხდომაზე. დაფინანსებაზე საუბარი ზედმეტია და შაჰინის მოწოდებას რაც შეეხება, რომ პარტნიორობას გადახედონ, ამასაც მე მგონია, რომ არავინ არ გაიზიარებს... კომენტარს ვაკეთებ შაჰინის კონკრეტულ განცხადებაზე, დაფინანსება, რაც იქნება წელს, გაისად, იმის იქით გამოყოფილი, ამის უდიდესი ნაწილი წავა NGO-ებზე. ჰაერზე იყო ნათქვამი, რაც თქვა შაჰინმა.
tbl.ge/66tw
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პალიტრანიუსის ეთერში ჯინ შაჰინის განცხადებზე საქართველოს უკუსვლასა და ქვეყანასთან მიმართებით აშშ-ს სტრატეგიის და დაფინანსების გადახედვასთან დაკავშირებით.
ამავე თემაზე
- კობახიძე აშშ-ზე: რაც გააფუჭა უსამართლობამ, შეიძლება გაასწოროს სამართლიანმა მიდგომამ
- აშშ ელის მთავრობასთან მუშაობას პარტნიორობისთვის, რომელიც სარგებელს მოიტანს – დელეგაცია
- აშშ-ს დელეგაციისთვის პატივი იყო შიო III-სთან შეხვედრა – საელჩო
- კოალიცია ცვლილებისთვის წევრები აშშ-ს სახდეპის დელეგაციას შეხვდნენ
- გამოითქვა მზაობა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის – შიო III-მ სახდეპის წარმომადგენლები მიიღო




