საქართველო-ევროკავშირი

ღარიბაშვილი: ოპოზიცია არაა ჩართული 12 პუნქტის შესრულებაში, დეპოლარიზაცია მათი ვალდებულებაა

მინდა აღვნიშნო, ამის თაობაზე, ბატონო კომისარო, მოგაწოდეთ ინფორმაცია სექტემბრის თვეში, როცა ბრიუსელში ვიყავი, სამწუხაროდ, ყველა აქტორი არ არის ჩართული ამ პროცესში. არ არის ჩართული ოპოზიცია, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა სწორედ მთავარი, პირველი რეკომენდაციის შესრულება, ესაა დეპოლარიზაცია და ჩვენ ნათლად ავხსენით, განვმარტეთ, რომ ამის მიღწევა შეუძლებელია თუ მათი მხრიდან არ იქნება ანალოგიური მზაობა თანამშრომლობის. მას შემდეგ რაც 12-ვე რეკომენდაცია გადმოგვეცა, სულ რაღაც ერთ კვირაში პარლამენტი გამოვიდა ინიციატივით, წარადგინა საკუთარი გეგმა, თუ როგორ ვასრულებთ ჩვენ, მმართველი ძალა, პარტია, მთავრობა, პარლამენტი ამ 12-ვე პრიორიტეტს. იქვე გავუხსენით კარი ყველა აქტორს, ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო სექტორს, ყველას ვინც დაინტერესებულია ამ 12 რეკომენდაციის შესრულებით.

აქვე, მინდა, ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი, მთავრობის კუთვნილება, კანდიდატის სტატუსი არის ქვეყნის სტატუსი, შესაბამისად, ეს ეკუთვნის ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი კარი არის ღია ყველასთვის და კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო ყველა აქტორს, აუცილებელია მათი ჩართულობა ამ პროცესში.

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები