ენმ

ბოკერია ენმ-ზე: სააკაშვილის სახელს იყენებენ, როგორც ბელადისას – რით განსხვავდება ოცნებისგან?

ყველა მხარე სხვადასხვა სიტყვებით ლაპარაკობს, თუ ვის უჭერს რეალურად სააკაშვილი მხარს, ვინ არის უფრო სააკაშვილის ადამიანი. პირდაპირ თქვა ამ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვინც ახლა მელიას შეცვლის თუ დამხობის მომხრეა, ის სააკაშვილისგან გაუცხოვდა და არ უნდა გაუცხოვდეს პარტია მისგან, დამფუძნებელიაო. ამ ადამიანის გვარს და სახელს დაპირისპირებაში იყენებენ ერთმანეთთან, როგორც მათი ბელადისას. ჩემი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი ბობოხიძემ ძალიან სწორად, ტრაგიკულად გაიხსენა ლენინის ამბავი, როცა ის უკვე ქმედითუუნარო იყო. მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და აქამდე განცხადებითაც კი არ მონაწილეობს ამ ამბავში - სხვა საკითხია, სინამდვილე როგორია. 

საკითხის ასე დაყენება რით განსხვავდება ივანიშვილის პოლიტიკური არარაობების გუნდის რიტორიკისა და შინაარსისგან? ისინიც ამას ამბობენ -  "მადლობა ბატონ ბიძინას", "მადლობა, ბიძინა"... განა ლიდერებს მნიშვნელობა არ აქვს, არასწორად არ გამიგოთ, მიხეილ სააკაშვილს უდიდესი როლი ჰქონდა საქართველოს უახლეს ისტორიაში და ნეტავ იმ როლით შემოფარგლულიყო (ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის და ყოფილი თანაგუნდელისთვის ვამბობ ამას). თუ ლიდერები არ განასახიერებენ რაღაც ხედვასა და ფასეულობებს, მაშინ ეს ემსგავსება არა ევროპულ, არა დასავლურ და არა ცივილიზებულ, არამედ კლანურ, პოსტსაბჭოთა ტალახის სროლას. 

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ტელეკომპანია პირველის ეთერში ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებსა და ექსპრეზიდეტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას. 

კომენტარები