ლარის კურსი

ლარი დოლართან გამყარდა, ხოლო ევროსთან გაუფასურდა — 14 ნოემბრის ვაჭრობის შედეგები

სებ-ის ინფორმაციით, ლარი დოლართან მიმართებით 0.07 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 0.53 თეთრით გაუფასურდა. 14 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7172 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.7963 ლარი. ოფიციალური კურსით ევრო დოლარზე 7.9 თეთრით ძვირია. 

24 თებერვლიდან დღემდე, ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების 12%-ზე მეტი დაკარგა. ევროკავშირის 19 ქვეყნის ერთიანი ვალუტის გაუფასურება დიდწილად დოლარის სიძლიერითა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული.

კომენტარები