ტურიზმი

2022–ის მესამე კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი, 443 600 ადამიანი რუსეთიდან შემოვიდა

Reuters

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის მესამე კვარტალში, ივლისი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 443 600 ადამიანი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 27.7%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა სომხეთი 15.3%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - თურქეთი 13.7%-იანი წილით.  

2019 წლის ანალოგიურ პერიოდშიც ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 378.2 ათასი რუსეთიდან შემოვიდა, რაც მთლიანი ვიზიტორების 24.9% შეადგენდა. ამ წლის მეორე კვარტალში საქართველოში სულ მილიონზე მეტი ვიზიტორი ჩამოვიდა. 2021 წლის მეორე კვარტალში რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით 35 ათასი ვიზიტორი შემოვიდა.

2022 წლის მესამე კვარტალში  ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (533.2 ათასი), სომხეთის (326.0 ათასი) და თურქეთის (281.3 ათასი) მოქალაქეების მიერ - აღნიშნულია ანგარიშში.

2022 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების საერთო რაოდენობამ 1.6 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 2.5-ჯერ აღემატება.

ვიზიტორების უმრავლესობა, 47.3 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 44.9 პროცენტს შეადგენდა.

კომენტარები