ქართული ოცნება

ზარქუა აშშ-ს არჩევნებზე: გარდაცვლილი აურჩევიათ, თუ არის საშუალება, დავგმობდი, შემაშფოთებელია

სიმართლე გითხრათ, ცოტა გაოცებული ვარ, მსუბუქად რომ ვთქვა, ის, რასაც ჩვენ ვისმენთ... მერამდენე დღეა, ხომ? რამდენიმე დღის წინ ჩატარდა არჩევნები აშშ-ში. ჩვენ გვაინტერესებს იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორები არიან და იქ რაც ეუთო ოდირის დასკვნა მოვისმინეთ და ჩანაწერი - სადაც არის პოლარიზაცია, სადაც არის მოსყიდვა, სადაც არის დაშინება, სადაც, რაღა შორს წავიდეთ, გარდაცვლილი ადამიანი აურჩევიათ, ნუ, არ ვიცი, ეს თუ სიმართლეა, ჩვენთან, ქე მაინც, გარდაცვლილები ხმას აძლევენო და იქ საერთოდ გარდაცვლილი აურჩევიათ. შემაშფოთებელია და მე, რა ვიცი, თუ არის საშუალება, ალბათ დავგმობდი ასეთ... 

მე, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ გულისტკივილით ვამბობთ ამას, იმიტომ, რომ ჩვენ აშშ-ს, ისევე, როგორც ევროპის ცალკეულ სახელმწიფოს, ველოდებით და ვუყურებთ, როგორც მაგალითის მომცემს და როდესაც ეუთო ოდირის ასეთი დასკვნა დაიდება იქ რანაირად უნდა ველაპარაკოთ ოპოზიციას, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია. რანაირად უნდა ავუხსნათ მას, რომ კონკურენცია არის მნიშვნელოვანი? რანაირად უნდა ავუხსნათ, რომ დაშინება გამორიცხულია, მოსყიდვა გამორიცხულია? გაგვიჭირდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ, მიუხედავად იმ ახალგაზრდა დემოკრატიული პროცესებისა, როგორც აღმოჩნდა, ეუთო ოდირის დასკვნის მიხედვით, საქართველო გაცილებით წინ ყოფილა, ვიდრე მე მეგონა. კიდევ ერთხელ, ამით ამაყი ვარ. მე ვისურვებდი და ვუსრვებ აშშ-ს, რომ ის რეკომენდაციები, რაც არის, მათ შორის, ერუთო ოდირის, არცერთი არ ჰქონია შესრულებული და დროულად შეასრულონ. ეს არ არის ირონიულად ნათქვამი, ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი პარტნიორი იყოს მაგალითის მომცემი. 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა იმედის ეთერში აშშ-ში მიმდინარე არჩევნებზე. პენსილვანიის შტატში შუალედურ არჩევნებზე დემოკრატმა ენტონი დელუკამ ხმების 85%-ზე მეტი მოიპოვა, თუმცა ის ერთი თვის წინ, 9 ოქტომბერს გარდაიცვალა. ელუკას გარდაცვალების მომენტისთვის საარჩევნო ბიულეტენების შეცვლა ან მისი ადგილისთვის სხვა კანდიდატის წამოყენება უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა. 

კომენტარები