აშშ-ს არჩევნები 2022

ერთი თვის წინ გარდაცვლილ კანდიდატს პენსილვანიაში ხმა მოსახლეობის 85%-მა მისცა

PA House Dems

ამერიკის შეერთებული შტატებში, პენსილვანიის შტატში შუალედურ არჩევნებზე დემოკრატმა ენტონი დელუკამ ხმების 85%-ზე მეტი მოპოვა, თუმცა ის ერთი თვის წინ, 9 ოქტომბერს გარდაიცვალა.

დელუკას გარდაცვალების მომენტისთვის საარჩევნო ბიულეტენების შეცვლა ან მისი ადგილისთვის სხვა კანდიდატის წამოყენება უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მისმა ოპონენტმა ხმების 14%-ზე მეტი აიღო, დელუკას ამგვარმა გამარჯვებამ პენსილვანიაში სპეციალური არჩევნების დანიშვნა გამოიწვია, რომელიც მოგვიანებით გაიმართება.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წარმოუდგენლად ვწუხვართ ტონი დელუკას დაკარგვის გამო, ჩენ ვამაყობთ, რომ ამომრჩევლები მას კვლავ ენდობიან და აგრძელებენ დემოკრატიული ღირებულებების მიმართ ერთგულების გამოხატვას მისი კიდევ ერთხელ არჩევით". – ნათქვამია პენსილვანიის წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატთა კომიტეტის Tweet-ში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ს არჩევნებში კანდიდატმა გარდაცვალების შემდეგ გაიმარჯვა. 2018 წელს რესპუბლიკელმა დენის ჰოფმაც მოიპოვა ადგილი ნევადის სენატში მიუხედავად იმისა, რომ ისიც არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გარდაიცვალა. პენსილვანიისგან განსხვავებით, ადგილობრივი კანონმდებლობის გამო ნევადაში ხელახალი სპეციალური არჩევნები არ დანიშნულა.

ვრცლად აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე წაიკითხეთ აქ – აშშ-ს არჩევნები 2022

კომენტარები