ლარის კურსი

ლარი დოლართან 0.67 თეთრით, ევროსთან 3.32 თეთრით გამყარდა - 10 ნოემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 0.67 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 3.32 თეთრით. 10 ნემბრის მონაცემებით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7261 ლარია, ერთი ევროსი - 2.7114 ლარი. ოფიციალური კურსით დოლარი ევროზე 1.5 თეთრით ძვირია. 

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.77 თეთრია, ხოლო ევროსი - 2.82 ლარია. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.73 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.77 ლარად.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების 12%-ზე მეტი დაკარგა. ევროკავშირის 19 ქვეყნის ერთიანი ვალუტის გაუფასურება დიდწილად დოლარის სიძლიერითა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული.

კომენტარები