მე კანდიდატურის დაყენებას არ ვაპირებ, ეს ჩემი გადაწყვეტილებაა. ვნახოთ, რომელი კანდიდატები გამოიკვეთებიან და ასე ვთქვათ, როგორი კამპანია იქნება. მთავარია, ეს ნაციონალური მოძრაობის შიგნით იქნება. ენმ-ს წევრები, მხარდამჭერები, აქტივისტები, ე.წ. დელეგატები იქნებიან, ვინც თავმჯდომარის არჩევას ხმას აძლევენ. პროცესი ძალიან კარგად, მშვიდად, ნორმალურად და დემოკრატიულად წავა. როდესაც ამაში ირაკლი კობახიძის მსგავსი სუბიექტები ერევიან, მათ ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ ვის მხარესაც ჩაერევიან, სწორედ იმ მხარეს დააზიანებენ, რადგან ენმ-ს თავმჯდომარეს ქოცები არ ირჩევენ.
tbl.ge/66ku
დაკოპირდა

ამბობს ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი. ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ბოლო დროს ენმ-ში წინა პლანზე დავით კეზერაშვილი წამოვიდა, რომლის გეგმის მიხედვით, პარტიის თავმჯდომარე პეტრე ცისკარიშვილი უნდა გახდეს.
ამავე თემაზე
- ხაბეიშვილი: მელია წინააღმდეგი იყო, რომ ენმ-ის პრემიერობის კანდიდატი სააკაშვილი ყოფილიყო
- მუმლაძე: მელიას საუბარი პასუხისმგებლობისგან გაქცევა იყო – მასთან საჯარო დებატებს ვითხოვ
- მელია: ხაბეიშვილი ნახევარ საათში დავითანხმე, რომ ვაშაძის პარტიიდან ენმ-ში დაბრუნებულიყო
- თავიდან ბოლომდე მერაბიშვილმა და კეზერაშვილმა დაგეგმეს ის, რაც ახლა ენმ-ში ხდება – მელია
- კობახიძე: იმის ნაცვლად, რომ ენმ-ს მთავრობა გადაეტრიალებინა, თავისი თავმჯდომარე გადაატრიალეს