დაპირისპირება ენმ-ში

კობახიძე: ენმ-ში შიდა ძალაუფლებას და კეზერაშვილის ფულს ვერ იყოფენ

მთლიანად არაჯანსაღია ეს პროცესი, რომელიც ვითარდება ამ პარტიაში, სინამდვილეში ვერ იყოფენ ფულს ერთმანეთში და შიდა ძალაუფლებას ვერ იყოფენ, აქ წინა პლანზე წამოვიდა ბოლო დროს კეზერაშვილი, კეზერაშვილის ფულს [ვერ იყოფენ] პირველ რიგში. ანუ ახლა ყველაზე მსხვილი დამფინანსებელი ქართულ პოლიტიკაში არის სწორედ კეზერაშვილი, რომელიც ცდილობს, რომ ინვესტიციები ჩადოს, ნაძარცვი ფული დააბანდოს ქართულ პოლიტიკაში და მას ჰყავს თავისი ფავორიტები, მელია არ არის მისი ფავორიტი, მისი ფავორიტები არიან ხაბეიშვილი, მერაბიშვილი, ცისკარიშვილი და ა.შ.

გეგმა არის ასეთი, ამ გეგმის მომზადებაში ჩართული იყო თვითონ კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი,  რომელსაც უნდა, რომ აქტიურად დაბრუნდეს პოლიტიკაში, მელია არ აძლევდა ამის საშუალებას და ახლა ცდილობს, რომ ეს მელიას გვერდის ავლით გააკეთოს. არის გეგმა, რომ ცისკარიშვილი უნდა გახდეს პარტიის თავმჯდომარე, ნაცვლად იმ ფორმალური თავმჯდომარისა, რომელიც დღეს ჰყავს ნაცმოძრაობას, ეს არის ნიკანორ მელია. ყველაფერი ამის გარშემო ტრიალებს, ეს არის ფული და შიდა ძალაუფლება.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსთავი ორის ეთერში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების ბრიფინგზე, რომლებმაც პარტიის სამდივნოს, პოლიტსაბჭოსა და თავმჯდომარის არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. 

კომენტარები