საქართველოს კინოთეატრები

რა ვნახოთ დიდ ეკრანზე? – ნოემბრის მთავარი კინოპრემიერები

Cavea

წარმოგიდგენთ ნოემბრის მთავარ ფილმებს, რომლებიც დიდ ეკრანზე შეგიძლიათ ნახოთ.

Wakanda Forever

მარველის კინოსამყაროს მორიგი ბლოკბასტერი და შავი პანტერის პირდაპირი გაგრძელება Wakanda Forever საქართველოს კინოთეატრებში 10 ნოემბერს გამოვა. მთავარი როლის შემსრულებლის, ჩედვიკ ბოუზმენის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ ვაკანდელი სუპერგმირის კოსტიუმს ახალი პერსონაჟი მოირგებს. 

Amsterdam

ჰოლივუდის წამყვანი ვარსკვლავებით დაკომპლექტებული დევიდ ო. რასელის ახალი ფილმი. კომედიურ თრილერში მთავარ როლებს კრისტიან ბეილი, მარგო რობი, ჯონ დევიდ ვაშინგტონი, კრის როკი, ანია ტეილორ-ჯოი, მაიკლ შენონი, ტეილორ სვიფტი, რობერტ დე ნირო და რამი მალეკი ასრულებენ. სურათის მოქმედება მეოცე საუკუნის 10-იან წლებში ვითარდება. ფილმის ნახვა Cavea-ს კინოთეატრებში უკვე შესაძლებელია.

სხვა გზა

ახალი ქართული მხატვრული ფილმი, რომელზეც რეჟისორი ლაშა მეუნარგია 3 წლის განმავლობაში მუშაობდა. სურათის მთავარი თემებია ოჯახური ძალადობა, ბულინგი და მშობლებისა და შვილების რთული ურთიერთობები. ფილმის ნახვა დიდ კერანზე საქართველოს კინოთეატრებში უკვე შესაძლებელია.

საქართველოს კინოთეატრებში გამოსულ სხვა ფილმებს გაეცანით ამ ბმულზე.

კომენტარები