აშშ-ს შუალედური არჩევნების ხმების დათვლა გრძელდება. Reuters-ის ბოლო მონაცემებით წარმომადგენელთა პალატაში მანდატებით რესპუბლიკური პარტია ლიდერობს.
Reuters-ის ცნობით, რესპუბლიკელებს, ხმების ამჟამინდელი დათვლით, წარმომადგენელთა პალატაში 198 ადგილი აქვთ მოპოვებული, დემოკრატებს კი – 173. რაც შეეხება სენატს, 48 მანდატი აქვთ დემოკრატებს, რესპუბლიკელებს კი – 47.
ამას გარდა, Reuters-ის ინფორმაციით, ხმების ამჟამინდელი დათვლით, 21 შტატში გუბერნატორობის თანამდებობას დემოკრატების კანდიდატები იგებენ, 24-ში – რესპუბლიკელების.
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭიროა 218 მანდატის ქონა.
8 ნოემბერს აშშ-ში შუალედური არჩევნები ჩატარდა. არჩევნების ფარგლებში, კენჭი ეყარა წარმომადგენელთა პალატის ყველა მანდატს, ანუ 435 ადგილს, ხოლო სენატის 100 მანდატიდან მხოლოდ 35-ს. სენატის არჩევნები ყველა შტატში არ მიმდინარეობს. ამას გარდა, ამომრჩევლები შტატების გუბერნატორებსაც ირჩევენ.
ვრცლად აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე წაიკითხეთ აქ – ვის ირჩევენ ამერიკელები შუალედურ არჩევნებში?