IRI-ის კვლევა

IRI: მოსახლეობის 79% მიიჩნევს, რომ ქართულ პოლიტიკაში მეტი ახალგაზრდა უნდა იყოს

adf.org.au

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 79% მიიჩნევს, რომ ქართულ პოლიტიკაში მეტი ახალგაზრდა უნდა იყოს. მარტში ეს მონაცემი 74% იყო, ხოლო გასული წლის თებერვალში - 60%.

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში, საერთაშორისო
რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის
ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორის, რასა ალიშაუსკინეს მიერ.

კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა IPM-მა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.

IRI-ის ცნობით, კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

კომენტარები