IRI-ის კვლევა

IRI: ზურაბიშვილი, უსუფაშვილი, ლომჯარია მოსახლეობის 38-38%-ს მოსწონს, ივანიშვილი – 36%-ს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, ყველაზე მეტ გამოკითხულს (88%) პატრიარქი ილია მეორე მოსწონს. მას თბილისის მერი კახა კალაძე (57%) და პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი (44%) მოსდევენ. მეოთხე ადგილზე კი - ხალხისთვის ლიდერი ანა დოლიძეა. 

მომდევნო სამ ადგილს 38-38%-ით პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ლელოს წევრი დავით უსუფაშვილი და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იყოფენ. 37-37%-ს მოსწონს გიორგი გახარია და გიორგი ვაშაძე, ქართული ოცნების ლიდერი კი, ამ რეიტინგში მეათე ადგილს იკავებს - ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობის 36%-ს მოსწონს.

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო
რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის
ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორის, რასა ალიშაუსკინეს მიერ.

კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა IPM-მა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

კომენტარები