ირაკლი შენგელაია

მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი ირაკლი შენგელაია 75 წლის ასაკში გარდაიცვალა

ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი შენგელაია 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ირაკლი შენგელაია სხვადასხვა დროს იყო ეროვნული სამართლიანობის კავშირის (1987-1989), რესპუბლიკურ-ფედერალური პარტიისა (1989-1990) და ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის (1990-93) თავმჯდომარე.

ირაკლი შენგელაია 1991 წელს კენჭს იყრიდა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნებზე, ხოლო 1992 წელს გახდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი. ის მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრიც იყო (1992-95). 

კომენტარები