ქართული ოცნება

კობახიძე ოპოზიციაზე: 2012 წლიდან შოკში არიან, საყმაწვილო შამათი შეუსრულა ივანიშვილმა

ისინი [რადიკალური ოპოზიცია] 2012 წლიდან შოკში არიან. ეგონათ რომ სასწაული პოლიტიკური მოთამაშეები იყვნენ და უცბად, საყმაწვილო შამათი შეუსრულა ბიძინა ივანიშვილმა. ამ შოკის გაგრძელებაა ის, რომ დღეს ისინი ბიძინა ივანიშვილს აღიარებენ ზებუნებრივი რესურსების მქონე ადამიანად. ეს ადამიანები ამტკიცებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ზებუნებრივი ძალების მატარებელი ადამიანი, რომელიც საერთოდ დისტანცირებულია, საერთოდ არსად ჩანს, თვეში ერთხელ სადღაც რეკავ და ამით უზრუნველყოფ სახელმწიფოს მართვას, ამით ისინი აღიარებენ რომ ბიძინა ივანიშვილი არის ზებუნებრივი ძალების მატარებელი.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია იმედის ეთერში. 

კომენტარები