ჰარვი ვაინშტაინი

მელ გიბსონმა შესაძლოა ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს

Entertainment Tonight

ლოს-ანჯელესის სასამართლო ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ შეტანილ 11 სარჩელს განიხილავს. ყოფილ პროდიუსერს სექსუალურ ძალადობაში ედება ბრალი. 

ერთ-ერთ საქმეში ცნობილი ავსტრალიელი რეჟისორისა და მსახიობის მელ გიბსონის სახელი ფიგურირებს, ხოლო ბრალმდებელი მასაჟისტი ქალია, მისი სახელი კონფიდენციალობის დაცვის მიზნით უცნობია. 

ქალის თქმით 2010 წელს მან ვაინშტაინს მასაჟი გაუკეთა, შემდეგ აბაზანაში ხელების დასაბანად შევიდა, ყოფილი პროდიუსერი ასევე შევიდა აბაზანაში და მასაჟისტის თანდასწრებით მასტურბირება დაიწყო. 

"გაოგნებული ვიყავი, მეგონა გამაუპატიურებდა. ფული არ გამოვართვი, ისე წამოვედი. საშინლად შერცხვენილი ვიყავი, არ მინდოდა ეს ამბავი ვინმეს გაიგო". – ამბობს ქალი.

ბრალმდებლის თქმით ეს ამბავი საჩივრის შეტანამდე მხოლოდ ერთ ადამიანს, მელ გიბსონს გაუმხილა. გიბსონი, ისევე, როგორც სხვა ჰოლივუდის ვარსკვლავები მასაჟისტის კლიენტები იყვნენ.

ლოს-ანჯელესის სასამართლოში ვაინშტაინს კიდევ 7 ქალი უჩივის. ნიუ-იორკის სასამართლომ ყოფილი პროდიუსერს 23 წელი უკვე მიუსაჯა. კალიფორნიული საქმეების დამტკიცების შემთხვევაში ვაინშტაინს პატიმრობის ვადა გაეზრდება.

 

კომენტარები