ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 2 ნოემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 0.8 თეთრით, ხოლო ევროსთან 1.82 თეთრით გამყარდა. 2 ნოემბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7596 ლარია, ერთი ევროსი კი -  2.7309 ლარი. დოლარი ევროზე 2.8 თეთრით ძვირი ღირს.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.80 თეთრია, ხოლო ევროსი - 2.79 ლარია. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.77 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.74 ლარად.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების 12%-ზე მეტი დაკარგა. ევროკავშირის 19 ქვეყნის ერთიანი ვალუტის გაუფასურება დიდწილად დოლარის სიძლიერითა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული.

კომენტარები