ნიკა გვარამიას საქმე

ჯაფარიძე გვარამიაზე: მორიგი დადასტურებაა, რომ ოცნება 12 პუნქტის შესრულებას არ აპირებს

12 პუნქტიდან ერთ-ერთი არის, რომ საქართველოში უნდა იყოს პლურალისტული და თავისუფალი მედიაგარემო. როდესაც ეს პუნქტი ჩაიწერა, პრინციპში, ჩვენ პირდაპირ გვითხრეს, რომ ეს ჩაიწერა, მათ შორის, ნიკა გვარამის გამო და იმის გამო, რომ რამდენიმე მედიის მფლობელის მიმართ სისხლის სამართლის საქმეები არსებობს და სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. რა ვთქვა, ეს იმის კიდევ ერთი და მორიგი დადასტურებაა, რომ ქართული ოცნება ამ 12 პუნქტის შესრულებას არ აპირებს. ოპოზიციის ფლანგზე დიდი გაერთიანების გარდა, მე არ ვიცი სხვა გზა, რა არის გასაკეთებელი, თუ როგორ შეიძლება, რომ ამ სისტემას უკან დაახევინო და საბოლოო ჯამში, დაამარცხო. ეს ამბავი ნიკა გვარამიას დაჭერით არ დამთავრდება. ყველას დააკავებენ, ვინც ამ სისტემას დაუპირისპირდება და რაიმე საფრთხეს შეუქმნის. ამაზე პრობლემა არ ექნებათ, რადგან მეორე მხარეს არ არსებობს ძალა, რომელიც ანგარიშგასაწევი იქნება. ასეთი ძალა უნდა შეიქმნას და ჩემი აზრით, ამის ერთადერთი გზა არის ერთობა. 

ამბობს გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე. სააპელაციო სასამართლომ მთავარი არხის დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

კომენტარები