მიუხედავად იმისა, რომ წლებია მიჩეულები ვართ და ნანახი გვაქვს, რომ პოლიტიკური დევნა არის დეკლარირებული ინსტრუმენტი ივანიშვილის რეჟიმის, ნიკა გვარამიას საქმე ამ სტანდარტითაც გამორჩეულია. შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი გადაწყვეტილების ამოცანაც იყო ძალის დემონსტრირება, სწორედ იმის დემონსტრირება, თუ რა კურსით წაიღო ივანიშვილის რეჟიმმა. ამიტომ, თუ იყვნენ კიდევ წესიერი, პატრიოტი მოქალაქეები, რომელთაც ჰქონდათ რაიმე ილუზია, რომ ამ რეჟიმის პირობებში შესაძლებელია ჩვენი ქვეყნის სწორ გზაზე დადგომა, თავისუფალ სამყაროში დაბრუნება, დემოკრატიის ფუნდამენტური საკითხების მოგვარება - ეს ილუზია ყველამ უნდა მოისპოს. გვარამიას საქმე გამორჩეულია, ყველას გვინდა პერსონალურად ამ პოლიტიკური პატიმრის თავისუფლება, მაგრამ ამავე დროს ყველას გვესმის, ზეგ რომ მიიღოს გადაწყვეტილება რეჟიმმა რაღაც ვაჭრობის გვარამიას გათავისუფლებისთვის, ამითაც კი არ შეიცვლება არსი ჩვენი დიდი ეროვნული პრობლემის. სანამ რეჟიმს შეუძლია ადამიანების ასე უტიფრად დაჭერა [...] ქვეყანას შანსი არ აქვს...
ნიკა გვარამიას საქმე
ბოკერია: გვარამიას საქმე გამორჩეულია, გადაწყვეტილების ამოცანა ძალის დემონსტრირება იყო
tbl.ge/66am
დაკოპირდა

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია. სააპელაციო სასამართლომ მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.
ამავე თემაზე
- იოსელიანი გვარამიაზე: პოლიტიკურ პატიმრობაზე, როგორც სახალხო დამცველი, არ ვისაუბრებ
- ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას სამედიცინო სფეროს წევრები უერთდებიან
- გვარამია: ივანიშვილის ამოცანა ევროპის უარია, ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ რამეს არ იკადრებენ
- მეგობრებმა, მედიის წარმომადგენლებმა დავაფუძნეთ გვარამიას თავისუფლების მოძრაობა – შენგელია
- ნიკა გვარამიას საქმეში პოლიტიკური მოტივაცია დასტურდება – სახალხო დამცველი