თამარ მაყაშვილი

ნუკრი ქანთარიას გადაწყვეტილებით ბათუმის თეატრმა თამარ მაყაშვილი რეპერტუარიდან მოხსნა

რუსთავი ორი

ბათუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა მსახიობი თამარ მაყაშვილი მიმდინარე რეპერტუარიდან მოხსნა. თეატრის განცხადებით, "ემიჯნება დასის წევრის მიერ გამოთქმულ შეურაცხმყოფელი შინაარსის გამონათქვამს".

"ბათუმის დრამატული თეატრისთვის, რომელიც რეგიონში წარმოადგენს ხანგრძლივი ისტორიისა და ტრადიციის მქონე კულტურის კერას, რომლის მიზანია თეატრალური მხატვრული ნაწარმოების შექმნა და მათი მეშვეობით ეროვნული თვითშეგნების გამტკიცება, ტრადიციების პატივისცემა, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა დამკვიდრება და განვითარება, მიუღებელია მსგავსი შინაარსის შემცველი გამონათქვამები.

აღნიშნულიდან გამომდინარე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის [ყოფილი დეპუტატი, ნუკრი ქანთარია] გადაწყვეტილებით მსახიობი თამარ მაყაშვილი მოიხსნა მიმდინარე რეპერტუარიდან და მის მიმართ გატარდა შესაბამისი ზომები" - ნათქვამია თეატრის განცხადებაში.

თამარ მაყაშვილი რეპერტუარიდან 30 ოქტომბერს ტელეკომპანია იმედის ეთერში ნათქვამის გამო მოხსნეს. 

"არასდროს ვაცმევდი ამ რაღაც სულელურ კაბებს, იმ დღეს გავიხედე და კატოს არ აცვია ხულელი ბავშვივით რაღაცა საშინელი ბეშუმური კაბა? ცისარტყელა, ბეშუმური, კინაღამ გული გამისკდა, ბავშვს რა ჩააცვი მეთქი“, – თქვა თამარ მაყაშვილმა, რასაც Facebook-ზე კრიტიკა მოჰყვა.

მოგვიანებით, მსახიობმა ვიდეომიმართვა ჩაწერა, სადაც ამბობს, რომ აჭარის უდიდესი ქომაგია და "არასწორმა სიტყვათა თანწყობამ გამოიწვია არასწორი ინტერპრეტაცია". 

"მე მაპატიეთ, თუკი ვინმეს უნებურად გაწყენინეთ. ნამდვილად არ მახასიათებს... ვღელავ კიდეც და ძალიან მაწუხებს არაწორად ნათქვამი და გაგებული. ღმერთი-რჯული, არც გამივლია გულში მსგავს რამ" - წერს თამარ მაყაშვილი.

კომენტარები