ზესტაფონში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. მედიის ინფორმაციით, კაცი მეზობელმა სანადირო თოფით მოკლა. როგორც შსს-ში ტაბულას უთხრეს, მომხდარზე ერთი ადამიანი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექისს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.