აშშ

CNN: თავდამსხმელმა პოლი პელოსის დაბმა სცადა და ყვიროდა – "სად არის ნენსი?"

JEMAL COUNTESS/GETTY IMAGES

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ქმარს ჩაქუჩით დაესხნენ თავს: თავდამსხმელი სახლში 28 ოქტომბერს შეიჭრა და, წყაროს ცნობით, ნენსი პელოსის ეძებდა.

CNN-ის ინფორმაციით, კაცი, რომელიც პოლ პელოსის დაესხა თავს, მის დაბმას ცდილობდა - "მანამდე, სანამ ნენსი სახლში არ მივიდოდა". პოლიციის მისვლისას, თავდამსხმელი ამბობდა, რომ "ნენსის ელოდებოდა".

"ეს არ იყო შემთხვევითი ქმედება. ეს იყო მიზანმიმართული მოქმედება". - თქვა სან-ფრანცისკოს პოლიციის უფროსმა, უილიამ სკოტმა პრესკონფერენციისას.

82 წლის პელოსი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მას წარმატებით ჩაუტარდა "ოპერაცია თავის ქალას მოტეხილობისა და მარჯვენა მკლავისა და ხელების სერიოზული დაზიანებების გამო".

ნენსი პელოსი თავდასხმისას რეზიდენციაში არ იმყოფებოდა.

"დღეს დილით ადრე, თავდამსხმელი შეიჭრა პელოსის სან-ფრანცისკოს რეზიდენციაში, ფიზიკურად გაუსწორდა და შეურაცხყოფა მიაყენა პოლ პელოსის. თავდამსხმელი დაკავებულია და თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია". - აღნიშნა პელოსის წარმომადგენელმა გუშინ, 28 ოქტომბერს.

კომენტარები