რუსთავი

რუსთავში დედასა და 2 მცირეწლოვან ბავშვს მანქანა დაეჯახა

ინფო რუსთავი

რუსთავში დედას და 2 მცირეწლოვან ბავშვს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა გუშინ, 28 ოქტომბერს მოხდა. 

ქალი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მათ მსუბუქი მანქანა დაეჯახა - თვითმხილველების ინფორმაციით, ქალს ფეხი აქვს მოტეხილი.  

"ჩვენ რომ მოვედით, აქ გოგონა იწვა, ფეხი ჰქონდა მოტეხილი, ღია ჭრილობა ჰქონდა. უფროს ბავშვს თავი სტკიოდა. კაცმა თქვა, პატარა დაბლა იყო, ამოვიყვანე და მასაჟი გავუკეთეო, ცხვირი აქვს გატეხილი". - ამბობს თვითმხილველი ინფო რუსთავთან ინტერვიუში. 

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. 

კომენტარები