რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი დასავლეთის რასისტულ და კოლონიალისტურ მიდგომებზე რეფლექსირებს

ვლადიმირ პუტინი
AP

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ვალდაის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას დასავლეთის რასისტულ და კოლონიალისტურ მიდგომებზე ისაუბრა.

"გასულ ნახევარ საუკუნეში, დასავლეთის თვალის დაბრმავებამ, რაზეც სოლჟენიცინი საუბრობდა, თავისი ხასიათით ღიად რასისტულმა და ნეოკოლონიალურმა, მიიღო უბრალოდ მახინჯი ფორმები, განსაკუთრებით მას მერე რაც წარმოიშვა ე.წ ერთპოლუსიანი მსოფლიო". - აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ დასავლეთმა თავი გამარჯვებულად გამოაცხადა და ჩამოაყალიბა ერთპოლუსიანი სისტემა, რომელშიც მხოლოდ მათ ნებას, კულტურასა და ინტერესებს ჰქონდათ არსებობის უფლება. მისივე თქმით, ეს ეპოქა სრულდება.

პუტინის მტკიცებით, უკრაინამ ხელოვნური ქვეყნის ფორმა მიიღო, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რაც ისტორიული ფაქტია, ხოლო უკრაინის სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის ერთადერთი და სერიოზული გარანტორი მხოლოდ რუსეთი შეიძლება იყოს.

"სტალინმა პოლონეთის, უნგრეთისა და რუმინეთის მიწების მიტაცების შემდეგ, ტერიტორიები უკრაინელებს გადასცა. ხოლო პოლონელებს, რომლებიც არ მონაწილეობდნენ ჰიტლერის კოალიციაში, აღმოსავლეთ გერმანიის მიწის ნაწილი. ეს ისტორიული ფაქტია, სწორედ ასე შეიქმნა დღევანდელი უკრაინა. ღიად ვამბობ, რომ უკრაინის სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის ერთადერთი, ნამდვილი და სერიოზული გარანტორი მხოლოდ რუსეთი შეიძლება იყოს, რომელმაც დღევანდელი უკრაინა შექმნა". - აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა.

ამასთან ერთად, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებას არანაირი პოლიტიკური აზრი არ აქვს. ამასთან დაკავშირებით პუტინმა საერთაშორისო სადისკუსიო კლუბი ვალდაის სხდომაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, სანამ არსებობს ბირთვული იარაღი, არსებობს მისი გამოყენების რისკი. რუსეთში ბირთვული იარაღის გამოყენებაზე საუბარი არასდროს ყოფილა. ამ კონტექსტში პუტინმა ისევ დასავლეთი დაადანაშაულა და თქვა, რომ მხოლოდ უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებებს პასუხობდა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპა შეიძლება, გახდეს დიდი ევრაზიის ნაწილი, მაგრამ მის ბევრ ლიდერს აბრკოლებს რწმენა, რომ ევროპელები სხვებზე უკეთესები არიან.

რუსეთის პრეზიდენტი გაეროს რეფორმირების ინიციატივით გამოვიდა და აღნიშნა, რომ გაეროსა და მისი უსაფრთხოების საბჭოს სტრუქტურა უნდა ასახავდეს გლობალურ მრავალფეროვნებას.

"ზოგიერთი დასავლური ქვეყანა არა მხოლოდ მხარს უჭერდა ტერორიზმს რუსეთში, არამედ ზრდიდა ამ საფრთხეს. არასდროს დამავიწყდება, თუ რასთან მოგვიწია შეჯახება 2000 წელს, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ: რა ფასი გადაიხადა რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტების ბუდის დანგრევისთვის, რომელსაც მაშინ დასავლეთი პრაქტიკულად ღიად უჭერდა მხარს. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ზუსტად ის, რაც მოხდა სინამდვილეში - ტერორისტების ფინანსური, პოლიტიკური, საინფორმაციო მხარდაჭერა.

დასავლეთის მიზანია, რუსეთი გადააქციოს თავისი გეოპოლიტიკური მიზნების განხორციელების ინსტრუმენტად. არსებობს ორი დასავლეთი, პირველი არის ტრადიციული, ქრისტიანული და ისლამური ღირებულებების დასავლეთი, თავისუფლება, პატრიოტიზმი და უმდიდრესი კულტურა, რომელიც რუსეთთან ახლოსაა. თუმცა, არსებობს მეორე დასავლეთიც – აგრესიული, კოსმოპოლიტური და ნეოკოლონიალური. დასავლეთის დიქტატურას რუსეთი არასდროს შეეგუება. რუსეთი არ ეწინააღმდეგება დასავლეთის ელიტებს, ჩვენ მხოლოდ  თავისუფლად არსებობისა და განვითარების უფლებებს ვიცავთ. ამავდროულად, ჩვენ არ გვსურს, გავხდეთ ახალი ჰეგემონი - რუსეთი არ გთავაზობთ ერთპოლუსიანობის შეცვლას ორპოლუსიანობით, სამპოლუსიანობით და ა.შ". - თქვა პუტინმა.

კომენტარები