საქართველო-უნგრეთი

ღარიბაშვილი: მინდა, დიდი პატივისცემა გამოვხატო ვიქტორ ორბანის პოლიტიკის მიმართ

ჩვენ დღეს ძალიან რთულ დროს გვიწევს ცხოვრება და მოღვაწეობა. მთავრობებსა და მმართველებს საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ. აქვე მინდა აღვნიშნო და დავადასტურო ჩემი დიდი პატივისცემა ბატონი ვიქტორ ორბანისა და მისი პოლიტიკის მიმართ. ჩვენც მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ამ რთულ დროს ჩვენი ქვეყნები და ხალხის ინტერესები დავიცვათ. უკრაინაში ომი, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია და ჩვენ ყველა პლატფორმაზე მათ მხარს ვუჭერთ. ჩვენი სურვილია, ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. 

თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის პრემიერმინისტრთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ ბუდაპეშტში გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები