უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის თქმით, უკრაინის აღდგენა დღესვე უნდა დაიწყოს, რადგან ეს გამარჯვების გარანტიაა.
"უკრაინა ახორციელებს ლუგანოში შეთანხმებულ პრინციპებს. ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმებზე ფოკუსირებას და პროცესის გამჭვირვალობაზე და ანგარიშვალდებულებაზე მუშაობას, თუმცა აღდგენა დღესვე უნდა დაიწყოს. ეს გამარჯვების გარანტიაა". - თქვა უკრაინის პრემიერმა.
4-5 ივლისს, შვეიცარიაში, ლუგანოში გაიმართა მე-5 საერთაშორისო კონფერენცია უკრაინის რეფორმების შესახებ, რომელზეც ქვეყნის აღდგენის გეგმა იყო წარმოდგენილი.





