ჩინეთი

სი ძინფინგი ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნად მესამე ვადით აირჩიეს

REUTERS/Tingshu Wang

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინფინგმა საკუთარი დომინირება მას შემდეგ გაზარდა, რაც მმართველი კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნად მესამე ვადით აირჩიეს. პარალელურად კი ხელი შეუწყო მოკავშირეების გავლენების ზრდასა და ეკონომიკაზე კონტროლი გაამკაცრა.

სი ძინფინგმა თანამდებობა 2012 წელს დაიკავა და ბოლო ყრილობაზე გენერალურ მდივნად უკვე მესამე ხუთწლიანი ვადით აირჩიეს. ამით დაირღვა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის წინამორბედმა პოსტი10-წლიანი მმართველობის შემდეგ დატოვა.

პარტიამ ასევე დაასახელა შვიდკაციანი მუდმივმოქმედი კომიტეტი, პარტიის ძალაუფლების შიდა წრე, სადაც ძინფინგის მოკავშირეები დომინირებენ. 

"ძალაუფლება სი ძინფინგის ხელში კიდევ უფრო იქნება კონცენტრირებული. სისტემაში საერთოდ არ არის კონტროლისა და ბალანსის მექანიზმი". - შენიშნავს ჩინეთის პოლიტიკის ექსპერტი, ჟან-პიერ კაბასტანი. 

პარტიის ლიდერთა ცვლილება მაშინ გამოცხადდა, როდესაც კომუნისტურმა პარტიამ დაასრულა ათწლეულში ორჯერ გამართული ყრილობა, რაც ეკონომიკური ვარდნისა და COVID-19-ის გამო განსაკუთრებით ყურადღების ქვეშ იყო. 

როგორც ჩანს, შემადგენლობა ასახავს იმას, რასაც ზოგიერთი ექსპერტი"მაქსიმუმ სი ძინფინგს უწოდებს" - ლიდერები არა  თუ პროფესიონალიზმით, არამედ ერთგულებით დაფასდნენ. ზოგიერთ ახლად არჩეულს არ აქვს პოსტისთვის შესაბამისი პოლიტიკური გამოცდილება. 

ყრილობიდან სი ძინფინგის წინამორბედი 79 წლის ჰუ ძინტაო პრეზიდენტის გვერდით იჯდა,რომელიც დარბაზიდან ორმა მანდატურმა გაიყვანა. უცნობია, რა იყო ჰუ ძინტაოს გაყვანის მიზეზი. 

კომენტარები