რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსმა ტერორისტემა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური დანაღმეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის ძალები გეგმავენ ხარკოვის ოლქში მყოფი კახოვკის ჰიდროელექტრუსადგურის აფეთქებას. ზელენსკის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ რუსებმა აღნიშნული სადგური უკვე დანაღმეს და ამ ტერორისტული აქტის უკრაინელებზე დაბრალებას გეგმავენ.

"რუსეთი გამიზნულად ქმნის ნიადაგს უკრაინის სამხრეთში მსხვილმასშტაბიანი უბედურების შესაქმნელად. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსმა ტერორისტებმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი და ერთეულები დანაღმეს". – ამბობს ზელენსკი.

ზელენსკის თქმით, ჰიდროელექტროსადგურზე ამჟამად მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები დარჩნენ და საჭიროა სასწრაფოდ მოქმედება მათი ოპერაციის შესაჩერებლად.

"უკრაინელი თანამშრომლები გაყარეს კახოვკიდან. ახლა იქ მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები არიან. მათ აქვთ სრული კონტროლი სადგურზე. სასწრაფოდ უნდა ვიმოქმედოთ, რათა შევაჩეროთ რუსეთი ამ უბედურების რეალიზაციისგან". – ამბობს ზელენსკი.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ კახოვკას ჰიდროელექტროსადგური უკრაინაში ენერგიის ერთ-ერთი უმსხვილესი დაწესებულებაა და მისი კაშხალი 18 000 000 კუბურ მეტრ წყალს შეიცავს. მისი აფეთქების შემთხვევაში 80-ზე მეტი დასახლება დატბორვის ზონაში აღმოჩნდება და ასობით ათასი ადამიანი შესაძლოა დაზარალდეს.

ამასთან ერთად, ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებამ შესაძლოა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რომელსაც წყალი კახოვკის რეზერვუარიდან მიეწოდება, გასაგრილებლად საჭირო წყლის გარეშე დატოვოს. 

ომის კვლევის ინსტიტუტის 19 ოქტომბრის ანგარიშის მიხედვით, არსებული ინფორმაციით, რუსეთი იწყებს ხარკოვის ოლქის დატოვების პროცესს და ამჟამად ცდილობს ინფორმაციული პირობების შექმნას ტერიტორიების დატოვების გასამართლებლად. 

ანგარიშის მიხედვით, რუსული ძალები ემზადებიან კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე თავდასხმისა და შემდეგ მის დანგრევაში უკრაინის დადანაშაულებისთვის. ინსტიტუტის მიხედვით, რუსეთს სჯერა, რომ კაშხლის დანგრევამ, შესაძლოა, გადაფაროს მათ მიერ დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან უკან დახევა და დროებით შეაჩეროს უკრაინელები მდინარის გადაკვეთისგან. 

კომენტარები