უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა რუს ოკუპანტებს ექვსი დარტყმა მიაყენეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
"თავდაცვის ძალების ავიაციამ მიმდინარე დღის განმავლობაში ექვსი თავდასხმა განახორციელა. დადასტურდა იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ორი უბნის, ორი გამაგრებული პუნქტის, ასევე მტრის საზენიტო-სარაკეტო სისტემების ორი პოზიციის განადგურება". - წერია განცხადებაში.
გენერალურმა შტაბმა აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს 15 ირანული დრონი Shahed-136, რომლებითაც რუსები უკრაინის არმიის პოზიციებზე თავდასხმას გეგმავდნენ.





