კრიმინალი

სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების და არასრულწლოვნის იძულების მუხლებით 2 კაცი დააკავეს

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და არასრულწლოვნის იძულების მუხლებით 2 კაცი დააკავეს.  

როგორც ტაბულას უწყებაში უთხრეს, ერთ-ერთი მათგანი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით არის დაკავებული, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს, ხოლო მეორე დაკავებულია 150-ე მუხლით, რაც არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ იძულებას გულისხმობს. 

მოქალაქეები ამბობენ, რომ სკოლის წარმომადგენლებმა ამათ შეტყობინება გაუგზავნეს და სიფრთხილისკენ მოუწოდეს. 

"მომივიდა ხმოვანი შეტყობინება, როგორც ყველა მშობელს, რომ ვიყოთ ფრთხილად, რადგან დაფიქსირდა 2 ფაქტი ბავშვების მოტყუების - "ვარ მამის მეგობარი" ან "შეყვარებულს გადააწოდეთ ყვავილი". იყო მშობლების გაფრთხილება". - ამბობს ერთ-ერთი მშობელი ფორმულასთან ინტერვიუში. 

კომენტარები